მილფეი-საბოლოო.jpg

ინგრედიენტები:

კარამელისთვის:

  •  შაქარი (150 გ.)

  • წყალი (60 მლ.)



კრემისთვის:

  • კრემყველი (225 გ.)

  • კვერცხი (6 ც.)

  • შედედებული რძე (1 ქილა / 370 გ.)

  • რძე (750 მლ.)

  • ვანილის ფხვნილი (1/2 ს.კ.)

მომზადების მეთოდი:

1. პირველ რიგში დაიწყეთ კარამელის მომზადებით.

2. საშუალო ზომის ქვაბში ან ტაფაზე მოათავსეთ შაქარი და დაასხით წყალი.

3. მოათავსეთ ქვაბი საშუალო ტემპერატურაზე და არავითარ შემთხვევაში არ მოურიოთ (შენიშვნა: კარამელის მომზადებისას ერთადერთი რისი გაკეთებაც შეიძლება არის, რომ ქვაბი ან ტაპა ოდნავ შეანჯღიოთ, მისი მორევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება).

4. კარამელის მომზადებას სჭირდება დაახლოებით 10 წუთი, იგი მზადაა მაშინ, როდესაც მიიღებს მოოქროსფერო შეფერილობას.

5. წინასწარ გამზადებულ გამოსაცხობ ფორმაში ჩაასხით ცხელი კარამელი და სწრაფად გადაანაწილეთ მთელს ზედაპირზე (შენიშვნა: კარამელი ძალიან მალე მყარდება, ამიტომ მისი გადანაწილება საკმაოდ სწრაფად უნდა მოახერხოთ).

6. გადადგით კარამელიანი გამოსაცხობი ფორმა და აცადეთ ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 20 წუთი.

7. სანამ ელოდებით კარამელის მომზადებას დაიწყეთ ე.წ. „აორთქლებული რძის“ მომზადება (ინგ. Evaporated Milk).

8. „აორთქლებული რძის“ მოსამზადებლად საშუალო ზომის ქვაბში მოათავსეთ 750 მლ. რძე და დადგით საშუალო გაზქურაზე საშუალო ტემპერატურაზე.

9. როდესაც რძე მივა ნელ დუღილამდე (შენიშვნა: არ მიიყვნოთ რძე სრულ დუღილამდე) დაუწიეთ ტემპერატურას დაბალზე და აცადეთ რძეს ნელი დუღილი 20-25 წუთი (შენიშვნა: პერიოდულად მოურიეთ რათა რძე არ მიიწვას).

10. მიღებული „აორთქლებული რძე“ გადაიტანეთ ჭურჭელში საცერის დახმარებით და აცადეთ გაგრილება.

11. ამასობაში გაახურეთ ღუმელი წინასწარ 165 გრადუსზე.

12. ახლა კი უკვე კრემის ჯერია. დიდი ზომის ჯამში მოათავსეთ ოთახის ტემპერატურის კრემ ყველი და კარგად ათქვიფეთ მიქსერის მეშვეობით.

13. სათითაოდ დაუმატეთ და ათქვიფეთ 6 ცალი კვერცხი.

14. დაუმატეთ შედედებული რძე, ვანილის ფხვნილი და თქვენ მიერ მომზადებული „აორთქლებული რძე“ კრემს და ხელახლა, მიქსერის დახმარებით კარგად ათქვიფეთ.

15. მიღებული კრემის მასა გადაიტანეთ კარამელიან გამოსაცხობ ფორმაში.

16. გამოსაცხობი ფორმა მოათავსეთ უფრო მოზრდილ სხვა გამოსაცხობ ფორმაში და ჩაასხით ცარიელ ჭურჭელში ცხელი წყალი ნახევრამდე, რათა თქვენი კარამელის ფლანის გვერდები არ დაიწვას და მოიბრაწოს.

17. მოათავსეთ გამოსაცხობი ფორმ(ები) წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 50 წუთით (შენიშვნა: ყველა ღუმელი ინდივიდუალურია ამიტომ პერიოდულად შეამოწმეთ დესერტი).

18. იმის გასაგებად მზადაა თუ არა თქვენი ფლანი ღუმელიდან გამოსაღებად, შეაქანავეთ ჭურჭელი და თუ ფლანის ცენტრი ოდნავ მოძრაობს და აქვს ჟელესებრი კონსისტენცია, ესეიგი თქვენი დესერტი მზადაა.

19. ღუმელიდან გამოღების შემდგომ აცადეთ გაცივება დაახლოებით 5-10 წუთი.

20. შეარჩიეთ სასურველი ფორმის და შესაბამისი ზომის თეფში ან სხვა რაიმე ჭურჭელი დააფარეთ გამოსაცხობ ფორმას და სწრაფად გამდმოატრიალეთ იგი რათა ფლანი მარტივად და კარგად გადმოვიდეს ფორმიდან.


გემრიელად მიირთვით! :)

ფლანი კარამელით

1 საათი 10 წუთი