მილფეი-საბოლოო.jpg

ინგრედიენტები:

  • თეთრი შაქარი (200 გ.)

  • ყავისფერი შაქარი (200 გ.)

  • კვერცხი (ოთახის ტემპერატურის) (3 ც.)

  • კაკაო (75 გ.)

  • ფქვილი (120 გ.)

  • მარილი (6 ჩ.კ.)

  • შავი შოკოლადი (260 გ.)

  • გამდნარი კარაქი (225 გ.)

  • ყავა (1 სუფრის კოვზი)

  • ვანილის ფხვნილი (1/2 ს.კ.)

მომზადების მეთოდი:

1. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე.

2. საშუალო ზომის ჯამში მოათავსეთ გამდნარი კარაქი, კვერცხი, ვანილი და ყავა.

3. კარგად ათქვიფეთ.

4. დაუმატეთ თეთრი და ყავისფერი შაქარი და კარგად მოურიეთ სანამ არ გახდება ერთიანი მასა.

5. დაუმატეთ ფქვილი, კაკაო და მარილი.

6. მოურიეთ სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ.

7. დაჭერით შავი შოკოლადი პატარა კუბებად, დაამატეთ ჯამში და კარგად ამოურიეთ.

8. გამოსაცხობ ლანგარზე მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი.

9. გამოსაცხობ ლანგარზე მოათავსეთ თქვენ მიერ მომზადებული შოკოლადის მასა და გამოაცხვეთ 30 წუთი ან სანამ ბრაუნის ცენტრი არ გამყარდება(შესამოწმებლად ოდნავ გააქანავეთ ლანგარი).


(კომენტარი: აუცილებლად გასინჯეთ როგორც ცხელი, ასევე ცივი ბრაუნი. ცივი ბრაუნის მისართევად შეგდით ნამცხვარი მაცივარში რამდენიმე საათით)


გემრიელად მიირთვით!

ცივი ბრაუნი

1 საათი 5 წუთი