
ინგრედიენტები:
მაწონი (500გრ.)
სოდა (1 ჩაის კოვზი)
კვერცხი (2ც.)
შაქარი (1 სუფრის კოვზი)
ფქვილი (3-4 სუფრის კოვზი)
მარილი (1 მწიკვი)
მომზადების მეთოდი:
1. ჩაასხით მაწონი მოზრდილი ზომის ჯამში (შენიშვნა: მაწონი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის).
2. დაამატეთ სოდა, მარილი და ამოურიეთ.
3. გატეხეთ კვერცხი და ჩაასხით მაწონში.
4. კარგად ათქვიფეთ.
5. ათქვეფის პარალელურად ნელ-ნელა ჩაამატეთ ფქვილი, რათა მიიღოთ სასურველი კონსისტენცია (შენიშვნა: ფქვილის რაოდენობა განსაზღვრავს ოლადების სისქეს, რაც მეტია ფქვილი, მით უფრო ფუმფულა იქნება თქვენი ოლადები).
6. მიღებული ცომის მასა დაასვენეთ 30-60 წუთის განმავლობაში.
7. საშუალო ცეცხლზე გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი და მიღებული მასა კოვზით დაასხით ტაფაზე.
8. 2-3 წუთში ამოატრიალეთ ოლადი და კიდევ დამატებით 2-3 წუთი ადროვეთ, რათა კარგად დაიბრაწოს მეორე მხრიდანაც.
9. გადმოიღეთ ოლადები თეფშზე და მოასხით მურაბა გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!
ცხელი ბრაუნი ნაყინით
1 საათი