მილფეი-საბოლოო.jpg

ინგრედიენტები:

  • რძე (360 მლ)

  • შაქარი (1-2 სუფრის კოვზი)

  • კაკაო (1 სუფრის კოვზი)

  • შავი შოკოლადი (115 გრამი)

  • სიმინდის ფქვილი (1-2 სუფრის კოვზი)

  • მარილი (1 მწიკვი)

მომზადების მეთოდი:

1. დაჭერით შოკოლადის ფილა წვრილ ნაჭრებად.

2. საშუალო ზომის ჯამში ათქვიფეთ 180 მლ. რძე და სიმინდის ფქვილი.

3. პატარა ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ შაქარი, მარილი და კაკაო.

4. მიიყვანეთ ნელ დუღილამდე და დაუწიეთ ტემპერატურას.

5. დაუმატეთ ფქვილის და რძის თხევადი მასა და ურიეთ სანამ კარგად არ გაიხსნება (დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში).

6. დაუმატეთ შოკოლადის ნაჭრები, გადმოგდით გაზქურიდან და ურიეთ 2-3 წუთის განმავლობაში, სანამ ნაჭრები ბოლომდე არ გადნება და მასა არ გასქელდება.


თქვენი უგემრიელესი ცხელი შოკოლადი მზადაა! გემრიელად მიირთვით :)

ცხელი შოკოლადი

20 წუთი