მილფეი-საბოლოო.jpg

ინგრედიენტები:

  • კარაქი (225 გ.)

  • შაქარი (200 გ.)

  • კვერცხი (1 ც.)

  • ვანილის ფხვნილი (1/2 ჩ.კ.)

  • ფქვილი (360 გ.)

  • გამაფხვიერებელი (2 ჩ.კ.)

  • მარილი (1 ჩ.კ.)

  • შაქრის დეკორატიული მოსართავები (3 ს.კ.)

კრემისთვის:

  • კარაქი (170 გ.)

  • შაქრის ფხვნილი (375 გ.)

  • ვანილის ფხვნილი (1/2 ჩ.კ.)

  • მაღალცხიმიანი ნაღები (3-4 ს.კ.)

  • შაქრის დეკორატიული მოსართავები

მომზადების მეთოდი:

1. მოათავსეთ კარაქი და შაქარი საშუალო ზომის ჯამში და კარგად ათქვიფეთ.

2. დაუმატეთ კვერცხი, ვანილი და კიდევ ათქვიფეთ.

3. დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და კარგად ამოურიეთ ხელით.

4. სურვილისამებრ დაუმატეთ შაქრის დეკორატიული მოსართავები (sprinkles).

5. გამოსაცხობ ლანგარზე მოათვსეთ პერგამენტის ქაღალდი.

6. მოზელილი ცომი კარგად გადაანაწილეთ გამოსაცხობ ლანგარზე.

7. გამოაცხეთ 160 გრადუსზე 20 წუთი.

8. სანამ ბისკვიტი ცხვება, ათქვიფეთ კარაქი.

9. დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და კიდევ ათქვიფეთ.

10. დაუმატეთ ნაღები, ვანილი და გააგრძელეთ თქვეფა.

11. გამომცხვარ ბისკვიტზე წაუსვით კრემი და მორთეთ შაქრის დეკორატიული მოსართავებით.

12. შედგით მაცივარში მინიმუმ 1 საათით.


საახალწლო ნამცხვარიც მზადაა. გემრიელად მიირთვით :)

Sugar cookie bars

35 წუთი