გლინტვეინი | Glühwein

35-60 წუთი

Image-empty-state.png

ინგრედიენტები:

  • საშუალო ზომის ფორთოხალი (1 ც.)

  • წყალი (180 მლ.)

  • შაქარი (50 გ.)

  • მიხაკ-დარიჩინი (20 ც.)

  • დარიჩინი (2 ც.)

  • წითელი მშრალი ღვინო (1 ბოთლი/750 მლ.)

მომზადების მეთოდი:

1. გათალეთ ფორთხოლაი და შეინახეთ ფორთოხლის ცედრა.

2. გაწურეთ ½ ც. ფორთოხალი.

3. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით წყალი და ჩაქარი და მიიყვანეთ დუღილამდე. (შენიშვნა: მოურიეთ სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება წყალში).

4. დაუწიეთ ტემპერატურას და დაუმატეთ მიხაკ-დარიჩინი, დარიჩინი, ფოთოხლის ცედრა და ფორთოხლის წვენი.

5. მიიყვანეთ ნელ დუღილამდე.

6. ნელ დუღილამდე მისვლისთანავე კიდევ დაუწიეთ ტემპერატურას (ამჯერად მინიმუმამდე) და დაუმატეთ ღვინო.

7. მიიყვანეთ ღვინო არასრულ ნელ დუღლამდე (ისე, რომ შესამჩნევადაც რთული იყოს, რომ ღვინო ნელ დუღილამდეა მისული. უნდა ჩანდეს პატარა ბუშტუკები).

8. ღვინო ასეთ მდგომარეობაში უდნა იყოს მინიმუმ 20 წუთი, სასურველი კი არის რამდნიმე საათი. (შენიშვნა: მიაქციეთ პერიოდულად ყურადღება, რომ ღვინო არ მივიდეს სრულ ნელ დუღილამდე).


თქვენი უგემრიელესი ცხელი ალკოჰოლური სასმელი მზადაა! გემრიელად მიირთვით :)