მოჰიტო | Mojito

5 წუთი

Image-empty-state.png

ინგრედიენტები:

  • რომი (60მლ.)

  • ლაიმი (1/2ც.)

  • გაზიანი წყალი

  • პიტნა

  • შაქარი (1 სუფრის კოვზი)

მომზადების მეთოდი:

1. გაჭერით ლაიმი შუაზე და 1 ნახევარი დაჭერით კიდევ 4 ნაჭრად.

2. დაამატეთ ჭიქაში ლაიმის 2 ნაჭერი და პიტნა.

3. დაჭყლიტეთ ლაიმი და პიტნა ჭიქაშივე და დაამატეთ ყინული.

4. დაამატეთ შაქარი.

5. დაამატეთ ჭიქაში დარჩენილი ორი ლაიმის ნაჭერი და კვლავ დაჭყლიტეთ.

6. დაამატეთ ყინულები ისე, რომ ჭიქა გაივსოს.

7. ჩაასხით რომი.

8. ჩაასხით გაზიანი წყალი ჭიქის გავსებამდე.

9. მეტი სილამაზისთვის მორთეთ თქვენი კოქტეილი პიტნითა და ლაიმით.


გემრიელად მიირთვით!