სახლში მომზადებული ლიმონის ლიმონათი

20 წუთი

Image-empty-state.png

ინგრედიენტები:

  • ლიმონი (1.3 კგ.)

  • წყალი (2 ჭიქა)

  • შაქარი (2 ჭიქა)

  • პიტნა (გასაფორმებლად)

მომზადების მეთოდი:

1. დაწურეთ ლიმონი ისე, რომ გამოგივიდეთ დაახლოებით 500 მლ. ლიმონის წვენი.

2. პატარა ზომის ქვაბში ჩაასხით წყალი და შაქარი.

3. დადგით ქვაბი საშუალო ტემპერატურაზე და მორევის პარალელურად აცადეთ სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება წყალში.

4. საშუალო ზომის გრაფინში ჩაასხით ლიმონის წვენი და დაუმატეთ თქვენ მიერ გაკეთებული შაქრიანი წყალი.

5. თუ ლიმონათი იქნება ზედმეტად მჟავე მირთმევამდე შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი წყალი.

6. გაფორმებისთვის ლიმონათს დაუმატეთ დაჭრილი ლიმონი, პიტნა და გაყინული ხილი.


თქვენი უგემრიელესი და ულამაზესი ლიმონათი მზადაა რათა გააოცოთ თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები!

მიირთვით გემრიელად :) !