სახლში მომზადებული ყავა დალგონა

10 წუთი

Image-empty-state.png

ინგრედიენტები:

  • ხსნადი ყავა (2 ს.კ.)

  • შაქარი (2 ს.კ.)

  • წყალი (1-2 ს.კ.)

  • რძე (1 ჭიქა)

მომზადების მეთოდი:

1. მოათავსეთ ყავა, შაქარი და წყალი დიდი ზომის ჯამში.

2. ხელის ან უმჯობესია ელექტრო მიქსერით ათქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ ჰაეროვან ქაფს.

3. პარალელურად აადუღეთ რძე და ჩაასხით სასურველ ჭიქაში ისე, რომ გაივსოს ჭიქის ¾.

4. ჰაეროვანი ყავის ქაფი მოათავსეთ ჭიქაში და მოურიეთ.

5. უგემრიელესი ყავა დალგონა მზადაა, გემრიელად მიირთვით!