ავოკადოს ტოსტი პაშოტით

15-20 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:


1. დაბრაწეთ ტოსტის პური.

2. დაჭერით ავოკადო თქვენთვის სასურველ ფორმაზე და მოათავსეთ ტოსტზე.

3. საშუალო ზომის ქვაბში ნახევრამდე ჩაასხით წყალი.

4. წყალი მიიყვანეთ ნელ დუღილამდე.

5. დაბალ ცეცხლზე, წრიული მოძრაობებით მოურიეთ წყალს რათა წარმოიქმნას მორევი.

6. წყლის მორევის პარალელურად პატარა ზომის ჯამში გატეხეთ კვერცხი და ნაზად ჩადეთ წამოდუღებულ წყალში (გაფრთხილება: წყალი არ მიიყვანოთ სრულ დუღილამდე, რადგან კვერცხი ვერ მიიღებს თქვენთვის სასურველ კონსისტენციას).

7. კვერცხის მომზადებას სჭირდება დაახლოებით 3-4 წუთი (ან სანამ კვერცხის ცილა მთლიანად არ შეიკვრება).

8. კვერცხი ფრთხილად ამოიღეთ კოვზით და დადეთ ხელსახოცზე გასაშრობად.

9. კვერცხი დაადეთ თქვენ მიერ მომზადებულ ავოკადოს ტოსტზე და მოაყარეთ პილპილი, მარილი და პაპრიკა გემოვნებით.


გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • ტოსტის პური (1 ნაჭერი)

  • ავოკადო (½ც.)

  • კვერცხი (1ც.)

  • პილპილი

  • მარილი

  • პაპრიკა