ბენედიქტი ჰოლანდიური სოუსით

15-20 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

ჰოლანდიური სოუსი:


1. პატარა ზომის ქვაბში ჩაასხით წყალი, მოათავსეთ გაზქურაზე და მიიყვანეთ არასრულ ნელ დუღილამდე.

2. ცალკე ჯამში გაადნეთ კარაქი.

3. ცეცხლგამძლე (ღუმელგამძლე) საშუალო ზომის ჯამში მოათავსე 2 კვერცხის გული და თავად ჯამი მოათავსეთ პირველ პუნქტში ნასხენებ ქვაბზე (შენიშვნა: მნიშვნელოვანია, რომ წყალი არ დუღდეს, იგი არასრული ნელი დუღილის ტემპერატურას უნდა ინარჩუნებდეს და აუცილებელია, რომ კვერცხიანი ცეცხლგამძლე ჯამი არ ეხებოდეს წყალს. სოუსი მზადდება ორთქლის ტემპერატურის მეშვეობით).

4. ჯამის ქვაბზე მოთავსებისთანავე უნდა დაიწყოთ კვერცხის ინტენსიური ათქვეფა.

5. 2-3 წუთიშ შემდგომ დაუმატეთ ძმარი და განაგრძეთ კვერცხის ათქვეფა.

6. დაახლოებით 1 წუთის შემდგომ ნელ-ნელა დაუმატეთ გამდნარი კარაქი ასევე ინტენსიური მორების პარალელურად. (შენიშვნა: გამდნარი კარაქის ერთიანად დამატების შემთხვევაში ვერ მიიღებთ სასურველ კონსისტენციას).

7. გადმოდგით ორთქლიდან სოუსი, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი, პილპილი და დაგემოვნების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი.


ბენედიქტი:


1. პირველ რიგში დაბრაწეთ სასურველი ფუნთუშა ან პურის ნაჭერი ცოტაოდენ კარაქთან ერთად.

2. დაბრაწულ ფუნთუშაზე მოათავსეთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი შაშხი და პოშირებული კვერცხი.

3. მოასხით ზემოდან ცხელი ჰოლანდიური სოუსი, მოაყარეთ ცოტაოდენი პილპილი და სურვილისამებრ პაპრიკა.


უცხო და გემრიელი საუზმე ბენედიქტი ჰოლანდიური სოუსით მზადაა, გემრიელად მიირთვით! :)

ინგრედიენტები:

ჰოლანდიური სოუსისთვის:

  • კვერცხი (2 ც.)

  • 2. თეთრი ძმარი (1 ს.კ.)

  • 3. კარაქი (150 გ.)

  • 4. მარილი

  • 5. პილპილი


ბენედიქტისთვის:

  • 1. ჰოლანდიური სოუსი

  • 2. პოშირებული კვერცხი (მომზადების წესი იხილეთ ჩვენს საიტზე)

  • 3. სასურველი პური/ფუნთუშა

  • 4. შაშხი (2-3 თხელი ნაჭერი)