კვერცხი ტოსტის პურზე

15 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

1. დაბრაწეთ ფუნთუშა ტოსტერში.

2. გატეხეთ კვერცხი საშუალო ზომის ჯამში და ათქვიფეთ.

3. დაამატეთ პილპილი და მარილი გემოვნებით.

4. პატარა ზომის ქვაბში ოდნავ გაადნეთ კარაქი.

5. დაუმატეთ კვერცხი და მოურიეთ დაბალ ცეცხლზე გაუჩერებლად. (შენიშვნა: მომზადების პროცესში რამდენჯერმე გადადგით ქვაბი გაზქურიდან მორევის გაუჩერებლად, რათა კვერცხი ზედმეტად არ დაიბრაწოს.)

6. შემწვარი კვერცხი მოათავსეთ დაბრაწულ ფუნთუშაზე.

7. მოაყარეთ პილპილი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.


გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • კვერცხი (3ც.)

  • მარილი

  • პილპილი

  • ნაღები (2 სუფრის კოვზი)

  • კარაქი (10გრ.)

  • მწვანე ხახვი

  • ბურგერის ფუნთუშა