ომლეტი

15-20 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

1. დაჭერით პომიდორი, ყველი და ბულგარული წიწაკა საშუალო ზომის კუბებად.

2. წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი.

3. გატეხეთ კვერცხი საშუალო ზომის ჯამში.

4. მოაყარეთ პილპილი და მარილი გემოვნებით.

5. საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ტაფა და დაასხით ცოტაოდენი ზეთი.

6. დაასხით კვერცხი და ტაფას დაახურეთ თავსახური.

7. კვერცხის ბოლომდე მომზადებამდე, 1 წუთით ადრე დააყარეთ დაჭრილი ინგრედიენტები, გადაკეცეთ კვერცხი ორად (ნახევარმთვარის ფორმაზე) და დაახურეთ თავსახური.

8. აცადეთ დამატებით 1 წუთი.

9. მომზადებული ომლეტი მოათავსეთ თეფშზე და მოაყარეთ მწვანე ხახვი.


გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • კვერცხი (3ც.)

  • პომიდორი (1/2ც.)

  • მწვანე ხახვი

  • ყველი გაუდა (50-60გრ.)

  • მწვანე ბულგარული წიწაკა (1/2ც.)

  • პილპილი

  • მარილი