ომლეტის ბუტერბროდი

15 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

1. პატარა ზომის ჯამში გატეხეთ 3 კვერცხი და ათქვიფეთ პილპილთან და მარილთან ერთად.

2. დაუმატეთ ნაღები და კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ.

3. ოდნავ გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და ათქვეფილი კვერცხი.

4. კვერცხის დასხმისთანავე ორივე მხრიდან კვერცხში ამოავლეთ ტოსტის პური და დატოვეთ ტაფაზე.

5. როდესაც კვერცხის ქვედა ნაწილი მოიბრაწება ამოატრიალეთ თქვენი ომლეტი ისე რომ პურის ნაჭრები მოექცეს ტაფაზე.

6. ერთ-ერთ პურის ნაჭერზე მოათავსეთ ყველის ფირფიტები და საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ძეხვი.

7. გადააფარეთ მეორე მხარე და ორივე პურის ნაჭერი კარგად დაბრაწეთ.


თქვენი გემრიელი ომლეტის ბუტერბროდი მზადაა :) გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • კვერცხი (3 ც.)

  • ნაღები (1-2 სუფრის კოვზი)

  • მდნარი ყველის ფირფიტები (2-3 ც.)

  • ძეხვი „ჩორიზო“ (გემოვნებით)

  • მარილი

  • პილპილი

  • პარმეზანი (მოსახეხად)

  • თეთრი პური (2 ნაჭერი)