სტუდენტური ბუტერბროდი

15 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

1. პურის ნაჭერს წაუსვით მდნარი ყველი.

2. შემდეგი თანმიმდევრობით მოათავსეთ ერთმანეთზე ინგრედიენტებით: 1. ლორი; 2. ყველი სულგუნი; 3. პომიდორი.

3. პომიდორს ზემოდან გადაუსვით არაჟანი, ისე, რომ პომიდორი სრულად დაიფაროს.

4. მოათავსეთ ბუტერბროდი ტაფაზე და 5-10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ საშუალო ტემპერატურაზე. (შენიშვნა: პერიოდულად შეგიძლიათ შეამოწმოთ ბუტერბროდი რათა ძირი არ დაიწვას.)

5. ხრაშუნა და გემრიელი ბუტერბროდი მზადაა, გემრიელად მიირთვით! :)

ინგრედიენტები:

  • თეთრი პური (3 ნაჭერი)

  • ლორი (3-4 ნაჭერი)

  • მდნარი ყველი (3 სუფრის კოვზი)

  • პომიდორი (4-5 ნაჭერი)

  • სულგუნი (3-4 ნაჭერი)

  • არაჟანი (3 სუფრის კოვზი)