ყიყლიყო ბეკონითა და ყველით

15 წუთი

Image-empty-state.png

მომზადების მეთოდი:

1. ცივ ტაფაზე დადეთ ბეკონის ნაჭრები და დაბალ ცეცხლზე დაელოდეთ, სანამ ორივე მხრიდან კარგად არ დაიბრაწება (შენიშვნა: ბეკონს აქვს საკუთარი ცხიმი, შესაბამისად ზეთი ან რაიმე სხვა დამატებითი ცხიმი ბეკონის შეწვის დროს საჭირო არ არის).

2. დაბრაწული ბეკონი დადეთ ხელსახოცზე, რათა ხელსახოცმა შეიწოვოს ზედმეტი ცხიმი.

3. ჯამში გატეხეთ კვერცხი, დააყარეთ პილპილი და მარილი.

4. კვერცხს დაასხით რძე და კარგად ათქვიფეთ.

5. პურის ნაჭრები სათითაოდ მოათავსეთ ჯამში, რათა პურმა შეიწოვოს კვერცხი (შენიშვნა: პური ზედმეტად არ დაალბოთ, საკმარისია უბრალოდ ამოვლება).

6. გაახურეთ ტაფა, დაასხით ცოტაოდენი ზეთი და მოათავსეთ ამოვლებული პური დასაბრაწად.

7. პირველი 2 პური დაბრაწეთ ორივე მხრიდან და გადადეთ ცალკე თეფშზე.

8. დარჩენილი პურის ნაჭრები ასევე მოათავსეთ ტაფაზე, მაგრამ როდესაც 1 მხარე დაიბრაწება, ამოატრიალეთ და დაბრაწულ მხარეზე მოათავსეთ ყველის ფირფიტა და ბეკონის ნაჭრები, ხოლო უკვე მომზადებული ყიყლიყო დაადეთ ზემოდან და აცადეთ სანამ თქვენი ყიყლიყოს ტოსტი არ დაიბრაწება.

9. მომზადებული ტოსტები მოათავსეთ თქვენთვის სასურველ თეფშზე და გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

  • კვერცხი (2ც.)

  • ბეკონი (4ც.)

  • მდნარი ყველი ფირფიტა (2ც.)

  • რძე (2 სუფრის კოვზი)

  • პილპილი

  • მარილი

  • ტოსტის პური (4 ნაჭერი)